ჩვენ შესახებ
ტურისტული პროდუქტების განვითრების სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს აჭარის რეგიონის ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მართვა. ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს რეგიონის ტურისტული პროდუქტების, ღირსშესანიშნაობების, მარშრუტების და ღონისძიებების შესახებ ვიზიტორებისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის მომზადებაზე.
ვებგვერდი Batumievents.com წარმოადგენს რეგიონის ერთიან ღონისძიებების კალენდარს, სადაც განთავსებულია აჭარის რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე კონცერტები, ცოცხალი მუსიკის საღამოები, თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, ფესტივალები და სხვასხვა ღონისძიება. ვებგვერდის საშუალებით მარტივად შეძლებთ მიიღოთ მუდმივად განახლებული და გადამოწმებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო ღონისძიების შესახებ.
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო გარდა საინფორმაციო მომსახურებისა, აქტიურად მუშაობს ტურისტული პროდუქტების შექმნის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. გარდა ამისა, ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით სააგენტო ორგანიზებას უწევს სხვადასხვა თემატურ ღონისძიებასა და ფესტივალს.