ჩვენ შესახებ
ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ შეიქმნა. სააგენტოს ძირითადი მიზანია მთიანი აჭარის პოპულარიზაცია, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მარშრუტების მარკირება, თემატური ფესტივალების მოწყობა და საინფორმაციო ცენტრების მართვა.
2019 წლიდან სააგენტო მარშრუტების და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიცირებისა და გამრავალფეროვნების მიზნით, აქტიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს მაღალმთიან აჭარაში. რაც გულისხმობს საპიკნიკე ზონების, თავშესაფრების, საფეხმავლო და ველო ბილიკების, ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკების, კანიონინგის ინფრასტუქტურის და სხვა მასშტაბური პროექტების მშენებლობას.
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: UNDP, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (Austrian Development Cooperation), CENN და ა.შ. ასევე მონაწილეობას იღებს მთის ტურიზმის სხვადასხვა თემატიკის კონფერენციებსა და სემინარებში.
დაგვემგზავრეთ აჭარაში!