სპექტაკლი დარისპანის გასაჭირი

148-ე სეზონის გახსნა  (2026-2027წწ) 

  სცენა : "დიდი სცენა"

                             დარისპანის გასაჭირი

                 დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით

ტექსტის ადაპტაციის ავტორი  ვალერი ოთხოზორია, გიორგი კაშია

რეჟისორი - გიორგი კაშია

მხატვარი  -  ანანო დოლიძე

კომპოზიტორი - გიორგი ჯღარკავა

რეჟისორის  თანაშემწე - ელენე კომახიძე

 

ა ნ ო ტ ა ც ი ა :

დავით კლდიაშვილის უკვდავი პროზაული ქმნილებები თავისი გამორჩეული ბუნების მეოხებით იმთავიდან იქცევდა და იქცევს ქართული (და არა მარტო ქართული) თეატრის ინტერესს. რა თქმა უნდა, ბათუმის დრამატული თეატრიც არაა გამონაკლისი.

რეჟისორმა გიორგი კაშიამ ვალერი ოთხოზორიასთან თანამშრომლობით შექმნა „დარისპანის გასაჭირის“ სცენური ვერსია. კლასიკა იმიტომაცაა კლასიკა, რომ ნებისმიერ დროსა თუ ეპოქაში ახალი კუთხით, ახალი თვალით გვაჩვენებს არსებულ სინამდვილეს. კლდიაშვილის დარისპანიც დამოგზაურობს თაობიდან თაობაში, ერთდროულად დაატარებს კომიზმსა თუ ტრაგიზმს, გაუნელებელ ტკივილსა თუ მარადიულ საფიქრალს.

 

სალარო :  თეატრის სალარო მდებარეობს ბათუმის დრამატული თეატრის ძირითად შენობაში, მის : რუსთაველის № 1

სალაროს ნომერი - 0422 27 31 80

სალარო მუშაობს ყოველ დღე გარდა ორშაბათისა - 12:00 დან 19:00 მდე

დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ  ნომერზე - 0422 27 42 83 / 577 980 858

ასაკობრივი შეზღუდვა 12+

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ: https://biletebi.ge/theatres/darispans-trouble


ორგანიზატორის დეტალები

მომენტალური გადახდა


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა