ვერაგობა და სიყვარული" 14+
147-ე სეზონის დახურვა
პ რ ე მ ი ე რ ა
ვერაგობა და სიყვარული
ფრიდრიხ შილერის პიესის მიხედვით
ინსცენირების ავტორი მაია ჯაფარიძე
რეჟისორი - გოჩა კაპანაძე
მხატვარი - ლომგულ მურუსიძე
კოსტიუმების მხატვარი - ქეთევან ციციშვილი
მუსიკალური გაფორმება - დალი დოიჯაშვილი
რეჟისორის თანაშემწე – თეონა ლორთქიფანიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
პრეზიდენტი - ზაალ გოგუაძე
ლედი მილფორდი - ქეთევან ეგუტიძე
სოფი - ლია აბულაძე
ფერდინანდი - ლუკა ჭეიშვილი
ლუიზა - სალომე ბედინეიშვილი
ვურმი - გიორგი ყურავა
მუსიკოსი მილერი - კოტე მჟავია
მილერის ცოლი - მაკა შალიკაშვილი
ანოტაცია:
სიყვარულიცა და ვერაგობაც კაცობრიობის თანმდევი, მარადიული ცნებებია, ისევე, როგორც ღალატი, ერთგულება, თავდადება თუ სულმდაბლობა.
დიდი გერმანელი პოეტის, დრამატურგისა და მოაზროვნის, ფრიდრიხ შილერის უკვდავი პიესა „ვერაგობა და სიყვარული“ არისტოკრატი ახალგაზრდა მამაკაცის, ფერდინანდისა და შედარებით დაბალი წრის წარმომადგენლის, ლუიზას ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაა.
რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ სწორედ ამ მარადიულ თემებზე არჩია საუბარი მაყურებელთან, რადგან კლასიკა იმიტომაცაა კლასიკა, რომ მარადჟამს უაღრესად თანამედროვეა, რისი დასტურიც უკვდავი შილერის მთელი შემოქმედება გახლავთ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ: https://biletebi.ge/theatres/intrigue-and-love-14