შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი 2026
10-12 ივლისს ბათუმში რიგით მე-19 შავი ზვის ჯაზფესტივალი გაიხსნება.
2026 შავი ზღვის ჯაზფესტივალისთვის განსხვავებული წელია. წელს მსოფლიო მუსიკალური სამყარო ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის, მსოფლიო ლეგენდის, მაილს დევისის იუბილეს აღნიშნავს. შესაბამისად წლევანდელი შავი ზღვის ფესტივალიც მაილს დევისის 100 წლისთავს მიეძღვნება. ფესტივალს მაილს დევისის იუბილესთან დაკავშირებით მისი ოჯახის წევრი, პროდიუსერი და დრამერი ვინს უილბურნ ჯუნიორი თავისი ბენდით M.E.B. „Miles Electric Band“ გახსნის.
ფესტივალის პროგრამა:
10 ივლისი
„მაილს დევისის ასწლეულის აღნიშვნა M.E.B. - Miles Electric Band-თან ერთად“
“THE MILES DAVIS CENTENNIAL CELEBRATION WITH THE MILES ELECTRIC BAND”
M.E.B. „Miles Electric Band“ არის პროექტი, რომელიც ეძღვნება ლეგენდარული ჯაზ მუსიკოსის მაილს დევისის ელექტრონულ (electric) პერიოდს და მის მუსიკალურ მემკვიდრეობას.
Miles Electric Band-ის შემადგენლობა აერთიანებს იმ მუსიკოსებს, რომლებიც თავად უკრავდნენ მაილს დევისთან ან იყვნენ მისი მუსიკის გავლენის ქვეშ. მათ შორის არიან ისეთი ცნობილი არტისტები, როგორიცაა მაგ. დერილ ჯონსი (როლინგ სტოუნზის ბასისტი). ბენდის უახლეს ალბომში „That You Not Dare To Forget“ (პროდიუსერები არიან ლენი უაიტი და ვინს უილბურნ ჯუნიორი), წარმოდგენილია სრულიად ახალი, აქამდე გამოუქვეყნებელი სტუდიური ჩანაწერები და თვით მაილსის „ხმა“. ხუთი კომპოზიციიდან ორში გამოყენებულია მაილს დევისის აქამდე გამოუქვეყნებელი საყვირის პარტიები. ალბომში მონაწილეობენ ლეგენდარული მუსიკოსები: რონ კარტერი, მარკუს მილერი, სტენლი კლარკი, დონალდ ჰარისონი, დერილ ჯონსი, ვერნონ რიდი და ჯონ სკოფილდი. ალბომი ეძღვნება უოლეს რონისა და ბერნარდ რაიტის ხსოვნას და შეიცავს მათი ბოლო ჩანაწერების ნაწილს.
11 ივლისი
ერიკ ბენე /ERIC BENET/
ერიკ ბენე, ამერიკელი, R&B სუპერ ვარსკვლავი, რომელიც ცნობილია თავისი სულიერი, ემოციური ვოკალით და კლასიკური სოულის თანამედროვე ინტერპრეტაციით. ის ითვლება იმ არტისტად, რომელმაც 90-იანებისა და 2000-იანების R&B მისცა უფრო „სუფთა“ და ემოციური ჟღერადობა, ნაკლები კომერციული ეფექტებით და მეტი სოულით. მისი მუსიკა აერთიანებს: R&B, ნეო-სოულის, ჯაზისა და გოსპელის ელემენტებს. მას ხშირად ადარებენ კლასიკური სოულის არტისტებს, მაგალითად სტივი ვანდერს.
12 ივლისი
გოსთ ნოუთი /GHOST NOTE/
ბენდი განსაკუთრებით ცნობილია თავისი შესრულების მანერით, მათი კონცერტები ხშირად გადაიქცევა ნამდვილ ფანკ ჯემ სესიებად. გოსთ ნოუთი აერთიანებს: ფანკს, ჯაზ ფანკს, აფრობიტს, ჰიპ-ჰოპს.
2024 წლის აპრილში გამოცემული, კრიტიკოსების მიერ აღიარებული ალბომის „Mustard n’Onions“ გამოსვლის შემდეგ, გოსთ ნოუთი აგრძელებს მსოფლიო ტურნეს. ბენდს ხელმძღვანელობს დრამერი რობერტ სირაითი და მასში გაერთიანებულნი არიან მუსიკოსები, რომლებსაც უმუშავიათ ლეგენდარულ პრინცთან, კენდრიკ ლამართან, ჰერბი ჰენკოკთან, სნარკი ფაფთან, მარკუს მილერთან ,კირკ ფრანკლინთან და სხვა მუსიკალურ გიგანტებთან.
10-12 ივლისი
ფესტივალის კლუბში “Take5” ყოველ საღამოს ავთერ ფართებს გაუძღვება
11 გრემის ჯილდოს მფლობელი ფილიპ ლასიტერი თავისი ბენდით. /PHILIP LASSITER/
ტეხასური ფანკის, ალაბამური გოსპელის, ნიუ ორლეანის ჯაზისა და ნეშვილის სოულის ფესვებზე დაფუძნებული, ფილიპ ლასიტერი არის ჩასაბერი და სიმებიანი ინსტრუმენტების არანჟირების სპეციალისტი, ასევე პრინცისა და The New Power Generation-ის ყოფილი სექციის ლიდერი და არანჟირების ავტორი. სწორედ ამ კოლაბორაციამ მოუტანა მას საერთაშორისო აღიარება.
ფესტივალის კარი ბათუმის კორტებზე გაიღება 19:00 -ზე
კონცერტამდე სტუმრების განწყობაზე დიჯეი იზრუნებს.
- ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი
- გენერალური სპონსორი Mastercard
- ფესტივალის ოფიციალური გამაგრილებელი სასმელი „კოკა-კოლა“
- ტრადიციული მხარდამჭერები:
- საქართველოს კულტურის სამინისტრო
- შემოქმედებითი საქართველო
- აჭარის კულტურის სამინისტრო
- ბათუმის მერია
- სპონსორი: ისი პარი
- მასპინძელი: რესტორანი „პრივეტ იზ ბატუმა“
- ორგანიზატორი კომპანია „ისთერნ პრომოუშენსი“
- საინფორმაციო მხარდაჭერა: ალმა, Marketer.ge, რადიო ფორტუნა, პალიტრა ნიუსი
ბილეთები: www.tkt.ge
წინასწარი გაყიდვის ფარგლებში მხოლოდ თიბისი კონცეპტის Mastercard-ის ბარათების მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ბილეთები 25% ფასდაკლებით. სამ დღიანი პრისეილის შემდეგ კი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.