ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი
საქართველოს პრეზიდენტისა და UNESCO-ს ორგანიზაციის პატრონაჟით, 2025 წლის 2-6 დეკემბერს, საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ მეთორმეტედ გამართავს ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო
ფესტივალს.
ხუთი დღის განმავლობაში ბათუმი გადაიქცევა მრავალფეროვანი შემოქმედებითი
ღონისძიებების ცენტრად, რომელიც კიდევ ერთხელ გაამყარებს საქართველოს
განსაკუთრებულ ადგილს საერთაშორისო კულტურულ რუკაზე.
ფესტივალის პროგრამა:
2 დეკემბერი, 19:00 საათი – ფესტივალს, საიუბილეო გალა კონცერტით გახსნის ლეგენდარული ანსამბლი „ბათუმი“;
(ადგილი: ბათუმის დრამის სახელმწიფო თეატრი)
3 დეკემბერი, 19:00 საათი – ცნობილი იაპონელი პიანისტის უსუი ტოშიკის სოლო კონცერტი;
(ადგილი: ბათუმის დრამის სახელმწიფო თეატრი)
4 დეკემბერი, 19:00 საათი – ანზორ ერქომაიშვილის სამტომეულის “საქართველო, ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია” პრეზენტაცია და მუსიკალური პერფორმანსი;
(ადგილი: ბათუმის დრამის სახელმწიფო თეატრი)
5 დეკემბერი, 17:00 საათი – ვუნდერკინდი ემირატებიდან - პიანისტი აჰმედ ალ ჰაშენის სოლო კონცერტი (დახურული ღონისძიება)
(ადგილი: ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლა)
5 დეკემბერი, 19:00 საათი - საერთაშორისო კონკურსის French Riviera გრანპრის მფლობელის სოლო კონცერტი; (დახურული ღონისძიება)
(ადგილი: ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლა)
6 დეკემბერი, 19:00 საათი – გრანდიოზული დასკვნითი საღამო - ლეგენდარული „ქართული ხმები“.
(ადგილი: ბათუმის დრამის სახელმწიფო თეატრი)
წლების განმავლობაში ფესტივალი დამკვიდრდა, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური კულტურული მოვლენა, რომელიც აერთიანებს კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებს, აღმოაჩენს ახალგაზრდა მუსიკოსებს და დიდ ადგილს უთმობს ქართველ კლასიკოსებს და ფოლკლორულ ანსამბლებს.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 2013 წელს დააფუძნა საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატმა, UNESCO-ს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ.