EMMANUEL JAL by G17 x Day ‘N Night Events
2025 წლის 10 აგვისტოს, ბათუმში, G17 x Day ‘N Night Events წარმოგიდგენთ:
G17-ის სცენაზე, სუდანელი დიჯეი, მომღერალი, პროდიუსერი და ქველმოქმედი, ემანუელ ჯალი (EMMANUEL JAL) წარდგება; ადგილობრივ არტისტებთან ერთად — VAKO BLIX | SALLY SI.
ემანულელ ჯალის (Emmanuel Jal) მუსიკალურმა და ფილანტროპიულმა შემოქმედებამ, მილიონობით სუდანელის ცხოვრების პოზიტიური ტრანსფორმაცია განაპირობა. 20-წლიანი შემოქმედებით, მსოფლიოში სახელი დაიმკვიდრა, როგორც ჰიპ-ჰოპის და აფრო-ტექის უნიკალურმა შემსრულებელმა, რომლის შემოქმედებაც, მათ შორის, წიგნი — My Life is Art და მემუარი — Warchild, მშვიდობის იდეითაა გაჯერებული.
ამჟამად მოღვაწეობს კენიაში (ნაირობი) და კანადაში (ტორონტო).
არტისტმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა გამორჩეული, სამხრეთ სუდანური ჟღერადობით და კოლაბორაციებით — Diplo-ს ლეიბლის, Higher Ground-ის მიერ გამოშვებული Gorah (Nitefreak-თან), საკულტო Kuar (Henrik Schwarz-სა და FNX Omar-თან), Chagu (Moblack-სა და Henrik Schwarz-თან), Hey Mama (Da Capo-სა და FNX Omar-თან), Birds (Folamour-თან), Chaak (Bun Xapa-სთან რომელიც ბათუმს, სულ ცოტა ხნის წინ, სწორედ G17-ისა და Day ‘N Night Events-ის ორგანიზებით ეწვია) და სხვა მრავალი.
ორჯერ იყო ნომინირებული Junos-ს დაჯილდოებაზე, „საუკეთესო მსოფლიო მუსიკის შემსრულებლის“ კატეგორიაში;
გამოშვებული აქვს სხვადასხვა დაჯილდოებაზე ნომინირებული 7, მსოფლიო მასშტაბით რეიტინგული სტუდიური ალბომი, მათ შორის — Shangah (2022), Naath (2018), The Key (2014), See Me Mama (2012), Warchild (2008), Ceasefire (2005) და Gua (2005);
მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვან ცოცხალი მუსიკის ფესტივალებში, როგორიცაა Coachella და Ushuaia, Dubai (2025), გლასტონბერის ფესტივალი, ნელსონ მანდელას 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი, Live 8 და დალაი ლამასადმი მიძღვნილი კონცერტი — One Concert for His Holiness the Dalai Lama;
მისი კოლაბორაციები კი არაერთ ცნობილ ვარსკვლავს ითვლის, როგორიცაა — ნელი ფურტადო, ნაილ როჯერსი, ხავიერ რუდი, პიტერ გაბრიელი და დერილ DMC მაკდენიელსი. ცოცხალი შესრულებით სცენაზე წარდგა ლორენ ჰილთან, ჯოს სტოუნთან, ედ შირანთან და ალისია ქისსთან ერთად.
მუსიკოსი, ასევე, გადაღებულია ცნობილ ფილმში, The Good Lie, რიზ უიზერსპუნთან ერთად.
მისი საქველმოქმედო ფონდი — Gua Africa კი, აღმოსავლეთ აფრიკაში, ომით და სიღარიბით დაზარალებულ ადამიანებზე ფოკუსირდება.
…
ემანულელ ჯალის ვიზიტის ორგანიზატორები არიან: კავკასიის რეგიონის უპრეცედენტო მულტიფუნქციური ვენიუ — G17 და მსოფლიო სცენაზე მრავალფეროვანი საერთაშორისო პორტფელით ცნობილი ივენთ-კომპანია — Day ‘N Night Events, რომელთა თანამშრომლობაც, სხვადასხვა კულტურის ეთნო-ჟღერადობის და ელექტრონული მუსიკის ნაზავის ღონისძიებების ციკლს გვთავაზობს.
პროგრამა:
EMMANUEL JAL,
VAKO BLIX | SALLY SI.
კარი იღება: 23:55
ასაკობრივი შეზღუდვა: 23+
ბილეთები:
I კალათი: 100 ₾
II კალათი: 120 ₾
*ვიპ-ზონებზე და ბექსთეიჯზე დასწრების დეტალებისთვის, დაუკავშირდით G17-ის გაყიდვების გუნდს: (+995) 511 44 17 17
G17 ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვაში შეჭრილ ხიდზე კონსტრუირებული კონცეპტუალური სივრცეა, რომელიც სავახშმო, ლაუნჯის, ბარის, სცენის და კაფის ჩანართებითაა დაგეგმარებული და სტუმრებს, რაფინირებული ვახშმისა და მუსიკის ცოცხალი შესრულების გამოცდილებასთან ერთად, სტუმარ-მასპინძლობის პერსონალიზირებულ მომსახურებებს და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით შექმნილ ინსტალაციებს სთავაზობს.