STEPHANE – Mono Hall Batumi

23 აგვისტოს - Mono Hall ბათუმის სცენაზე - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გემოვნებიანი მუსიკოსი - სტეფანე - გრანდიოზული და განსხვავებული კონცერტით ბრუნდება. შემოგვიერთდი 

სტეფანე - მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი, ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტია, რომლის შემოქმედებაც უკვე 20 წელზე მეტია აქტუალურია. მისი შესრულების მანერა და გამორჩეული ხმის ტემბრი, შეუმჩნეველი არავის დარჩენია. 1998 წლიდან დღემდე რამდენიმე ათეული სიმღერა და სინგლი აქვს შექმნილი, გამოშვებული აქვს ორი ალბომი, გადაღებული აქვს ათამდე ვიდეორგოლი და საქართველოში ერთ-ერთ კაშკაშა და გემოვნებიან ვარსკვალავდ ითვლება. მან თანამედროვე ქართულ პოპ კულტურაში აქტიურად შემოიტანა ელექტრონული, პოპ და ფანქ ჟღერადობა.

სტეფანეს 20 წლიანი შემოქმედება ელექტრონული მუსიკის, პოპის, ბლუზის, დისკოსა და ფანქის ორიგინალური ნაზავია, რომელსაც მისი ინდივიდუალური, ადგილობრივი სცენისთვის სრულიად ახლებური იმიჯი ერთვის თან.

მუსიკალურ თავგადასავალს, დიჯეი Dicho განაგრძობს.


-

21:00 - Dj Dicho

01:00 - STEPHANE

02:30 - Dj Dicho

-

ასაკობრივი შეზღუდვა 16+


მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 597 322 222

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ: biletebi.ge

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

 


ორგანიზატორის დეტალები

  • 60 ₾
  • მონო ჰოლ ბათუმი
  • მონო ჰოლ ბათუმი
  • ძველი ბულვარი, ნინოშვილის ქუჩა
  • biletebi.ge
  • (+995) 597 322 22

მომენტალური გადახდა


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა