საზაფხულო სკოლა "კუშეგამე"
საზაფხულო სკოლა"კუშეგამე" კვლავ სსიპ აჭარის მუზეუმებში![]()
სსიპ აჭარის მუზეუმის საზაფხულო სკოლა "კუშეგამე" სათავგადასავლო დღეების გასატარებლად 14-18 ივლისს იწვევს 7-დან 13 წლამდე მოსწავლეებს
კულტურის, შემეცნების, განათლებისა და მეცნიერების სამყაროში სამოგზაუროდ.
საზაფხულო სკოლა "კუშეგამე" მუზეუმებში, გაგრძელდება ხუთი დღის განმავლობაში, 10 საათიდან 13 საათამდე.
მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა:
მოინახულონ სსიპ აჭარის მუზეუმის გაერთიანებაში მყოფი 5 მუზეუმი;
მიიღონ მონაწილეობა მოკლე შემეცნებით ექსკურსიებში;
ააწყონ ფაზლები;
ამოხსნან კროსვორდები;
დაამზადონ სამკაულები;
მონაწილეობა მიიღონ იმიტირებული არქეოლოგიური გათხრების პროცესში;
ჩაერთონ საზაფხულო სამუზეუმო თამაშებში.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, თანხის გადახდისთვის (ღირებულება 100 ლარი) გადადით ბმულზე: