ფოლკლორული ანსამბლი "სახიობა"
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 7 სექტემბერს, 17:30 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ფოლკლორული ანსამბლის „სახიობა“ სოლო კონცერტი
აღნიშნული ღონისძიება ტარდება საქართველოს რეგიონებში ანსამბლის „სახიობა“ კონცერტების სერიის ფარგლებში; ეს იქნება რიგით მეორე ღონისძიება. 2024 წლის 20 მაისს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა „სახიობას“ სოლო კონცერტი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე
ანსამბლის „სახიობა“ სოლო კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული საგალობლები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქართული ხალხური სასიმღერო და საკრავიერი მუსიკის ნიმუშები
შთამბეჭდავი დეკორაციითა და ციფრული ტექნოლოგიის მეშვეობით მხატვრულად გაფორმებულ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ კონცერტზე დამსწრე საზოგადოებას წარვუდგენთ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შესწავლილსა და დამუშავებულ საარქივო და სხვადასხვა დროის საექსპედიციო ჩანაწერებიდან აღდგენილ მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშებს
ღონისძიების მედია პარტნიორი - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ღონისძიების სპონსორი - კომპანია „ვაკო მოტორსი“
ბილეთები იყიდება -