“სუხიშვილები

ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები”— ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. პირველი კონცერტი გაიმართა 1945 წლის 11 ივნისს. 1948 წელს ანსამბლი პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს ანსამბლს მიენიჭა „აკადემიურის“ სტატუსი.

“სუხიშვილებს” განხორციელებული აქვს ორასზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19 200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა. 1967 წელს ანსამბლმა კონცერტი ლა-სკალაში გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა.

“სუხიშვილები”-ს მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. „მოდერნ-ბალეტის“ პრინციპებთან, თუმცა მისი არსით და პოეტიკით იგი ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა და ანსამბლის დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება.


ორგანიზატორის დეტალები

მომენტალური გადახდა


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა