ახალი 2023 წელი ბათუმში
ა(ა)იპ - ბათუმის კულტურის ცენტრი ქალაქის საახალწლო - სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში აქტივობებს იწყებს 2022 წლის 25 დეკემბრიდან 2023 წლის 07 იანვრის ჩათვლით.
საახალწლო აქტივობები გაიმართება ევროპის მოედანზე. ევროპის მოედანზე იქნება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, სცენა და სხვადასხვა სახის საახალწლო თემატიკის დეკორაციები
საახალწლო პროგრამა:
25 დეკემბერი - ნაძვის ხის ანთება და საზეიმო გალა კონცერტი (ფეიერვერკი)
ევროპის მოედანი 18:00 ლურჯი იალქანი , პარამიტა
20:00 ბათუმის მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთება
რანინა, ზვიად ბოლქვაძე, DJ ნუგო
31 დეკემბერი - საახალწლო გრანდიოზული გალა კონცერტი ( ფეიერვერკი)
7 იანვარი - საშობაო დასკვნითი კონცერტი
26, 27, 28, 29 დეკემბერი - ბათუმელი ბენდების კონცერტი
1,2,3,4,5,6 იანვარი - ბათუმელი ბენდების კონცერტი
25, 31 დეკემბერი და 7 იანვარი - გასართობი პროგრამები (ცეცხლოვანი შოუ, აკრობატები, ილუზიონისტები და ჯამბაზები)
25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით საახალწლო ბაზრობა მოეწყობა
25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - ახალი წელი შენს ეზოში ( საახალწლოდ მორთული ავტომობილი ანიმატორებითა და სანტაკლაუსით)