ბათუმის IV საერთაშორისო გასტრო ფორუმი
27-29 ნოემბერს, ბათუმი მეოთხე გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ უმასპინძლებს
წელს, ფორუმის მთავარი თემაა: „ტურისტული მიმართულების „გემო“ - გასტრონომია, როგორც ტურიზმის განვითარების, რეგიონული ეკონომიკური ზრდისა და ტურისტული ბრენდის ფორმირების მამოძრავებელი ძალა“.
,,გასტრო ბათუმის” ფარგლებში აჭარას მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები, გასტრო კონსულტანტები, გასტრო ჟურნალისტები და ინფლუენსერები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, არგენტინიდან და საბერძნეთიდან ესტუმრებიან.
ფორუმის სამივე დღე კულინარიულ მასტერკლასებს დაეთმობა:
ხორცის კულინარიული ინტერპრეტაციები და თანამედროვე გემოვნური კონცეფციები
ხორცის დამუშავების მეთოდები და კერძების მომზადების ტექნოლოგიები.
პროფესია ყასაბი - ხორცის დამუშავების პროფესიული ტექნიკა და პრაქტიკული უნარები
მეცნიერება სამზარეულოში - ცოდნიდან სრულყოფილ გემომდე
28 ნოემბერს, კი „გასტრო ბათუმის“ ფარგლებში, კულინარიულ მასტერკლასებთან ერთად დაგეგმილია პრეზენტაციები, პანელური სესიები და დისკუსიები უცხოელი და ქართველი შეფმზარეულების, გასტრო კონსულტანტებისა და რესტორატორების ჩართულობით.
ფორუმზე დასწრება ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეეძლებათ.
რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ - https://serviceajara.ge/Training/2531/index.html
დასწრება მოსაწვევებით