შემოდგომა ქედაში
სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“
28 ნოემბერი; ღონისძიება 11:00 საათიდან დაიწყება
დაბა ქედა, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალური პარკი
11:00 საათი — ქედის ისტორიულ ხიდზე მოეწყობა საშემოდგომო დეკორაციები და სტუმრის მიღების სივრცე. დახვდებათ ჭიბონის, დოლისა და არღნის ცოცხალი მუსიკა.
დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება დაბა ქედის ქუჩებში, ფაიტონით გასეირნება ცოცხალი მუსიკის თანხლებით.
13:00-დან — ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში გაიმართება საპატიო ქედელების, ასევე სასპორტო სკოლის წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია.
დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება შემოდგომის თემატური დეკორაციები, ბავშვთა გასართობი სივრცეები, სპორტული აქტივობები, ადმინისტრაციული ერთეულების თემატური გამოფენა, ადგილობრივი და მოწვეული მეწარმეების, მეღვინეების გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული მასტერკლასები და სადეგუსტაციო სივრცეები, სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები, ფოტოკუთხეები, ჭიბონის დამზადების, კალათის ქსოვის, და ხეზე კვეთის მასტერკლასები.
ღონისძიების მიმდინარეობისას პარალელურად ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
![]()
საღამო კახაბერი და ხანუმების, ტრიო „გოგლაურას“, მანუს ბენდის კონცერტით დასრულდება.
ღონისძიებას მანუ მურღულია და ამიკო ჩოხარაძე გაუძღვებიან.