სამი ასული 16+
2 დეკემბერი
19 საათი | სპექტაკლი გაიმართება "ექსპერიმენტულ სცენაზე"
16+
"სამი ასული"
პოლიკარპე კაკაბაძის პიესის-ს მიხედვით
რეჟისორი - სალომე ჯიჯავაძე
სცენოგრაფი - დავით ტაკიძე
კომპოზიტორი - ლუკა ჭეიშვილი
ქორეოგრაფი - გიორგი გოგიშვილი
რეჟისორის თანაშემწე – ნატო ღლონტი
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
დია - ლია აბულაძე
თეო - დიანა ჩახუნაშვილი
ევა- მერი ნაკაშიძე
ჯაჯო - გოგიტა მეგრელიძე
ანოტაცია:
ქართველი კლასიკოსი დრამატურგის პოლიკარპე კაკაბაძის ექსპერიმენტული პიესა, სიმბოლისტურ-ექსპრესიული დრამა "სამი ასული" - რეჟისორი სალომე ჯიჯავაძის ინტერპრეტქციით წარმოგვიდგება ალტერნატიული, დოკუმენტურ-მხატვრული სახით. ძირითადი ხაზი ფემიციდსა და ქალთა უფლებების შელახვაზე არის აქცენტირებული: რა რეალობაში უწევს არსებობა ქალს? მდგომარეობა, რომელსაც განიცდის სოციუმის დამოკიდებულების, სუბიექტური შეხედულებებისა თუ პიროვნული კომფორტის ზონის ჩარჩოების რღვევის შიშის გამო. ქალთა მიმართ ძალადობა - ძალადობრივი ქმედებების ფართო სპექტრს მოიცავს, დაწყებული სიტყვიერი შეურაცხყოფითა და ემოციური ძალადობის სხვა ფორმებით, დამთავრებული ფიზიკური თუ სექსუალურით. სპექტაკლში რეტროსპექტივის გამოყენების საშუალებით თამანმედროვე რეალობაა წარმოდგენილი. ძირითადი პერსონაჟები - სამი ასული, სიმბოლურად მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები არიან, რომელთა ქმედებებიც სიუჟეტურ ხაზს აგებს და ცდილობს სისტემის რღვევას.
სალარო:
თეატრის სალარო მდებარეობს ბათუმის დრამატული თეატრის ძირითად შენობაში მის. რუსთაველის №1
სალარო მუშაობს ყოველ დღე გარდა ორშაბათისა 12:00-დან 19:00 საათამდე
ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია თეატრის სალაროში ადგილზე და ტელეფონის საშუალებით, ხოლო ჯავშანი ავტომატურად იხსნება სპექტაკლის წინა დღეს დღის ბოლომდე
დამატებითი კითხვებისთვის, ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თეატრის სალაროს ნომერზე:
+995 0422 27 31 80 / 577 980 826
სახლიდან გაუსვლელად მარტივად ბილეთებს შეიძენთ ონლაინ რეჟიმში ვებ გვერდზე : https://shorturl.at/nEvRJ
სცენების მისამართები:
"დიდი სცენა" & "ექსპერიმენტული სცენა" შ.რუსთაველის №1 | "მცირე სცენა" ა.მელაშვილი №32
ბილეთების შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ ასაკობრივ ზღვარს! დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში არ დაიშვება!
სპექტაკლის განმავლობაში ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია. მადლობა, რომ ქმნით ცოცხალი თეატრის ატმოსფეროს ჩვენთან ერთად.
დამატებითი ინფორმაციისათვის: 577 980 858 | 558 170 601 | 555 366 399