ნაცარქექია
კვირას
29 ნოემბერს
13:00 საათზე
სპექტაკლი: ,,ნაცარქექია”
რეჟისორი: ირაკლი იორამაშვილი
(ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით)
ხანგრძლივობა: 45 წუთი
სარეკომენდაციო ასაკი: 3+
ანოტაცია:
,,ყველა თაობისთვის საყვარელი ზღაპარი „ნაცარქექია,” ახალი ინტერპრეტაციით გათამაშდება. ნაცარქექია, ყოველთვის ბუხართან ზის და ნაცარს ქექავს, ცოლი მას დღენიადაგ ეჩხუბება, რადგან ნაცარქექიას არ შეუძლია ფიზიკური შრომა. ერთ დღესაც, ნაცარქექია თავისი მოხერხებულობით ამარცხებს დევს და ტყეში მცხოვრებ ფერიებს ჯადოსნურ სამკაულს უბრუნებს. წარმოდგენა მსახიობებისა და თოჯინების შერეული სინთეზით დაუვიწყარ სანახაობას გვთავაზობს და 45 წუთის მანძილზე გვამოგზაურებს ფერად სამყაროში.
სპექტაკლი გვესაუბრება ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: რწმენა, მონდომება, ერთმანეთის პატივისცემა და თანადგომა.’’
ინსცენირება - ირაკლი იორამაშვილი
მხატვარი - მერი დარცმელიძე
მუსიკლაური გამფორმებელი - ირმა გოგელია
სიმღერების ტექსტის ავტორი - დალი თედორაძე
რეჟისორის თანაშემწე - ნინო მუხაშარია
მონაწილეობენ:
ვანო მაღლაკელიძე
ეკატერინე გვარამია
სალომე დოლიძე
სალომე ცაგურია
#ბილეთების შეძენა შეგიძლიათ სალაროში და ონლაინ - biletebi.ge-ს საშუალებით
ბილეთის ფასი - 10 ლარი
შესაძენად გადადი ლინკზე
https://biletebi.ge/…/321cbe33-a190-4934-9c2c-576e9a42854f