" რეისი LP 43-20 " 16+
29 ნოემბერი
19 საათი | სპექტაკლი გაიმართება "დიდი სცენაზე"
16+
ლუჩია ბელიანუს „მოდარაჯე ძაღლების“ მიხედვით
"რეისი LP 43-20"
რეჟისორი - ანდრო ენუქიძე
მხატვრები - გოგლა გოგიბერიძე, გიგი გოგიბერიძე
ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე
რეჟისორის თანაშემწეები – თეონა ლორთქიფანიძე, ელენე კომახიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
გიორგი ძია - ზაალ გოგუაძე
ვანო - ტიტე კომახიძე
პავლე - დავით ჯაყელი
დიანა - ანანო იაშვილი
მგზავრები - ლაშა კონცელიძე, ხატია ფოფხაძე, მიხეილ ღომიძე, თორნიკე ბარამიძე, ტამანგო ჯღერია
ანოტაცია:
„რეისი LP 43-20“ რუმინელი ავტორის, ლუჩია ბელიანუს „მოდარაჯე ძაღლების“ მიხედვით შექმნილი პიესაა.
ეს დრამატული, ადამიანური ტრანვებით გაჯერებული ისტორია აეროპორტში ვითარდება. სიუჟეტური ქარგა შემდეგია: აეროპორტის ორ თანამშრომლეს - ხანდაზმულ ძია ჟორასა და ახალგაზრდა პავლეს, უცნობი ქალი - დიანა, ლისაბონში გასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ბორტამდე მიღწევას თხოვს.
დიანას სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, რადგან სამი თვის მანძილზე არაფერი გაუგია ლისაბონში საშოვარზე წასული ქმრისაგან. რას მოიმოქმედებენ აეროპორტის თანამშრომლები, ან - როგორ გადაწყდება დიანას ბედი? ზოგადათ, რას უქადის ჩვეულებრივ ადამიანებს თავისი ყოველდღიური, ჩვეულებრივი პრობლემებით დახუნძლული ცხოვრება, რომელიც, კაცმა რომ თქვას, თითქოს ცაშია გამოკიდებული და რეალური საყრდენი არ გააჩნია?
რეჟისორი ანდრო ენუქიძე, მარადიულმა კითხვამ ჩააფიქრა, რადგან, ეკლესიასტეს ამაოება ამაოებისა არ იყოს, წარმავალობაზე მარადიული მართლაც არაფერია.
სალარო:
თეატრის სალარო მდებარეობს ბათუმის დრამატული თეატრის ძირითად შენობაში მის. რუსთაველის №1
სალარო მუშაობს ყოველ დღე გარდა ორშაბათისა 12:00-დან 19:00 საათამდე
ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია თეატრის სალაროში ადგილზე და ტელეფონის საშუალებით, ხოლო ჯავშანი ავტომატურად იხსნება სპექტაკლის წინა დღეს დღის ბოლომდე
დამატებითი კითხვებისთვის, ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თეატრის სალაროს ნომერზე:
+995 0422 27 31 80 / 577 980 826
სახლიდან გაუსვლელად მარტივად ბილეთებს შეიძენთ ონლაინ რეჟიმში ვებ გვერდზე: https://shorturl.at/Y1fsG
სცენების მისამართები:
"დიდი სცენა" & "ექსპერიმენტული სცენა" შ.რუსთაველის №1 | "მცირე სცენა" ა.მელაშვილი №32
ბილეთების შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ ასაკობრივ ზღვარს! დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში არ დაიშვება!
სპექტაკლის განმავლობაში ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია. მადლობა, რომ ქმნით ცოცხალი თეატრის ატმოსფეროს ჩვენთან ერთად
დამატებითი ინფორმაციისათვის: 577 980 858 | 558 170 601 | 555 366 399