Batumi

მანდარინობა 2026

მანდარინობა 2026 | ???????????????????????????????????????????? ???????????????? ????

ქართული შემოდგომის ყველაზე სურნელოვანი დღესასწაული ბრუნდება! ????

ჩაიცვით კომფორტულად და გაატარეთ დღე ჩვენთან ერთად ☀️

???? 21 ნოემბერი, შაბათი
???? Castello Mare Hotel & Wellness Resort | ციხისძირი

გეპატიჟებით ტრადიციულ ფესტივალზე „მანდარინობა 2026“, რომელიც 2019 წლიდან კასტელო მარეს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ორგანიზებით იმართება და ყოველწლიურად აერთიანებს აჭარულ ტრადიციებს, შემოდგომის ფერებსა და მანდარინის მოსავლის აღების სიხარულს.

 

???? ????????:????????-დან | ფესტივალის მთავარი პროგრამა
???? წამყვანი: რამაზ ცინცაძე

???? მუსიკალური სტუმრები: დავით არჩვაძე და ლაშა ღლონტი

???? ქართული ფოლკლორი - ადგილობრივი ანსამბლების ცეკვა და სიმღერა

???? კულინარიული მასტერკლასები - მანდარინის მურაბა, ჩურჩხელის ამოვლება და ტრადიციული გემოები

გამოფენა-გაყიდვა - ადგილობრივი მეწარმეების უნიკალური პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები

???? ინტერაქტიული აქტივობები, გათამაშებები და საჩუქრები

????17:00 - ???????? და სადღესასწაულო განწყობა

წელს Castello Mare-ს ტრადიციული საშემოდგომო ფერები და განწყობა კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება! ???? ფესტივალის ულამაზეს დეკორაციებზე, გამორჩეულ დიზაინსა და საფოტოსესიო სივრცეებზე Flowers Lovers და ნათია გურეშიძე იზრუნებენ.

???? წლევანდელი სიახლე - ცირკულარული სურსათის სტენდი- CENN-ის ორგანიზებით!

_____________________________________________________________

???? ????????:????????–????????:???????? | მანდარინის კრეფა
დაიწყეთ დღე მანდარინის ბაღში, მოკრიფეთ მანდარინი საკუთარი ხელით და შეიგრძენით აჭარული შემოდგომის განსაკუთრებული ხიბლი.

????️ მანდარინის კრეფის ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება biletebi.ge - ზე 28/10 -დან

* უფროსები - 25 ₾
* ბავშვები (12 წლამდე) - 15 ₾

14:00 საათიდან ფესტივალზე დასწრება უფასოა!

???? შემოგვიერთდით ოჯახთან და მეგობრებთან ერთად - ერთად ვიზეიმოთ ქართული შემოდგომა, გავაცოცხლოთ ტრადიციები და შევქმნათ დაუვიწყარი მოგონებები შავი ზღვის სანაპიროზე!

გელოდებით Castello Mare-ში! ????????

*წვიმის შემთხვევაში ღონისძიების თარიღი შესაძლოა შეიცვალოს და წინასწარ დავაანონსებთ.


ორგანიზატორის დეტალები


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა