ნუშის ფანტელი
„ნუშის ფანტელი“ მუსიკალური საღამო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი გიწვევთ მუსიკალურ საღამოზე „ნუშის ფანტელი“.
მსმენელის წინაშე წარდგებიან თანამედროვე ქართული მუსიკის გამორჩეული შემსრულებლები: დათო შანიძე, რომა რცხილაძე და ლაშა ღლონტი.
საღამოს განმავლობაში შესრულდება დათო შანიძისა და რომა რცხილაძის ცნობილი და აქამდე უცნობი საავტორო სიმღერები. მუსიკალურ საღამოს განსაკუთრებულ ატმოსფეროს ვიდეოარტის ელემენტები შესძენს.
31 ოქტომბერი | 19:00
ბილეთები: https://biletebi.ge/concerts/nushis-fanteli-3110
ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სალაროში.
ოდისეი დიმიტრიადის ქ. №1