სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2026
14-15 ნოემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს ![]()
ორი დღით, აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებით, კულტურითა და სოფლის ნობათით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი.
გასული წლის მსგავსად, წელს ფესტივალის ფარგლებში მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება.
მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც მომზადდება აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები.
ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც 200-მდე მეწარმის ხელნაკეთი ნამუშევრები, სოფლის ნობათი და კერძები იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდები იზრუნებენ.