შშმ პირებს და მათ მშობლებს ვაჩუქოთ ერთი ბედნიერი დღე
აჭარის რეგიონში მცხოვრებ შშმ პირთა და მათი მშობლების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება. ღონისძიების მიზანია ვაჩუქოთ ერთი ბედნიერი დღე მათ.
ღონისძება ტარდება ბათუმის ხელოვნების ცენტრის შენობაში და სოლო კონცერტს ჩაატარებს აჭარაში ცნობილი მუსიკალური ჯგუფი „მირაჟი“
ღონისძიებაზე მიწვეულნი იქნებიან: აჭარაში მცხოვრები შშმ ბავშვები და მათი მშობლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიება ტარდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალის როლი საზოგადოებისათვის“ ინიციატივით.
ღონისძიება ტარდება 17 ოქტომბერს, კონცერტი იწყება: 17:00-ზე მიღება იწყება; 16:00 საათიდან.
ღონისძიების წამყვანები არიან დავით (გუდიკა) მოისწრაფიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალის როლი საზოგადოებისათვის“
აღმასრულებელი მდივანი ქალბატონი ჯულიეტა ნემსაძე და სპეციალური მოწვევით მარად ბარამიძე
ღონისძიების პარტნიორები: ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო და Ruduna, რეკრუტინგის ოპერაციული სისტემა.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ: https://tkt.ge/show/35343/shshm-pirebs-da-mat-mshoblebs-vachuqot-erti-bednieri-dghe