სახალხო დღესასწაული მაჭახლობა 2026

„ხელვაჩაურის დღეების“ ფარგლებში, სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა 2026“ გაიმართება.

???? სოფელი სინდიეთი, მაჭახლის ხეობა
???? 18 სექტემბერი

???? 14:00 - სპორტული შეჯიბრებები
ქართული ჭიდაობა და ნარდი

???? 15:00 - ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ და დააგემოვნონ მაჭახლის ხეობის ადგილობრივი პროდუქცია, შეიძინონ ტრადიციული ნაწარმი და გაეცნონ მაჭახელას ეროვნული პარკისა და დაცული ლანდშაფტის საქმიანობას.

???? 16:00 - კულტურული ღონისძიება
საზეიმო პროგრამა დაიწყება „საპატიო მაჭახლელი 2026“ წოდების გადაცემის ცერემონიით.
???? მაყურებლის წინაშე წარდგებიან ადგილობრივი ანსამბლები: „ათძალი“, „ეპოქა“, „გნოლი“, მალაყმაძეების საოჯახო ანსამბლი
✨ ცნობილი შემსრულებლები ბაიარ შაჰინი და ჯგუფი „ბანი“.
???? „მაჭახლობა 2026“ საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.


ორგანიზატორის დეტალები


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა