ISU ახალგაზრდული გრან პრი ფიგურულ ციგურაობაში ბათუმი 2026

ბათუმში განსაკუთრებული საერთაშორისო ჩემპიონატი გელოდებათ! ფიგურული ციგურაობის 2026 წლის ახალგაზრდული გრან პრი (ISU Junior Grand Prix Batumi 2026) მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ვარსკვლავებს გააერთიანებს ბათუმის ყინულის სასახლეში, 24-დან 26 სექტემბრის ჩათვლით. ასპარეზობას იხილავთ ერთეული გოგონების, ერთეული ვაჟების და სპორტული ცეკვების კატეგორიებში.

მსოფლიოს ფიგურული ციგურაობის ამომავალი თაობა ქართულ ყინულზე გვეწვევა! წარმოდგენილი იქნებიან 30-მდე ქვეყნის მოციგურავეები.

 

24 სექტემბერი

13:45

- ერთეული ვაჟები, მოკლე პროგრამა

- ერთეული გოგონები, მოკლე პროგრამა

 

25 სექტემბერი

15:30

- სპორტული ცეკვები, რიტმული ცეკვა

- ერთეული ვაჟები, თავისუფალი პროგრამა

- ერთეული ვაჟები, დაჯილდოვება

 

26 სექტემბერი

12:15

- სპორტული ცეკვები, თავისუფალი ცეკვა

- ერთეული გოგონები, თავისუფალი პროგრამა

- დაჯილდოვების ცერემონია: სპორტული ცეკვები, ერთეული გოგონები

 

*განრიგი წინასწარია და ექვემდებარება განახლებას.

8 წლამდე ბავშვებისთვის შემოსვლა უფასოა. ღონისძიებაზე არ მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა.

გაითვალისწინეთ, რომ ყინულის მოედნის ტერიტორიაზე ტემპერატურა დაახლოებით 15°C გრადუსია. ჩაიცვით თბილად!

 

ფედერაციის ინსტაგრამ გვერდი: https://www.instagram.com/geoskating/?hl=en

ფედერაციის ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/GeorgianFigureSkatingFederation

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ: https://tkt.ge/show/34908/isu-akhalgazrduli-gran-pri-figurul-ciguraobashi-batumi-2026#tnet_id=v1.383041765915d356a2ab091a48388e5f.VPYMpuyHeNM79uUHuqOvqfnGeuswiz9Af6b1FovAFso&tnet_state=477a36c37ce441ffab95f958bfdbd716


ორგანიზატორის დეტალები

მომენტალური გადახდა


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა