ჯგუფი მგზავრები - მონო ჰოლ ბათუმი
29 აგვისტო - შევხვდებით, ყველასათვის საყვარელი ჯგუფი "მგზავრები"-ს ზაფხულის სეზონის ბოლო კონცერტზე - Mono Hall ბათუმში.
ჯგუფი "მგზავრები" 2006 წელს ჩამოყალიბდა და არსებობის მანძილზე ბევრი ტრანსფორმაცია განიცადა შემადგენლობის თვალსაზრისით, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ "მგზავრები" მსმენელის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჯგუფი გამხდარიყო. "მგზავრები"-ს მუსიკა მოიცავს როგორც ფოლკლორულ, ასევე კლასიკური მუსიკის ელემენტებს და მასში აგრეთვე ჭარბად არის იმპროვიზაციის ელემენტები. ჯგუფს არსებობის მანძილზე ჩატარებული აქვს რამდენიმე ათეული სოლო კონცერტი, ჩაწერილი აქვს რამდენიმე სტუდიური ალბომი და გადაღებული აქვს არაერთი მუსიკალური ვიდეოც. ჯგუფი "მგზავრები" დღემდე აქტიურად განაგრძობს კონცერტების გამართვას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
------
21:00 - კარის გახსნა
23:30 - MGZAVREBI (კონცერტის დასაწყისი)
ბილეთის შეძენა: https://bilete.bi/mggzavrebi
------
???? მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: +995 597 322 222
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ მშობლის ან სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)
გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების ტერიტორიაზე შემოსული სტუმრები, ლოკაციის დატოვების შემთხვევაში, უკან არ დაიშვებიან.