მზესთან უფრო ახლოს - აჭარული გემოები“
“მზესთან უფრო ახლოს - აჭარული გემოები“ - დღე, რომელიც აჭარულ გასტრონომიას, კარგ მუსიკასა და ზაფხულის განწყობას მთაში გააერთიანებს,
22 აგვისტოს, გოდერძის ალპურ მდელოზე გაიმართება.
⠀
მოწვეული შეფები აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძების მასტერკლასს ჩაატარებენ და სტუმრებს მათი მომზადების ტექნიკას გაუზიარებენ. აქ დაგხვდებათ ადგილობრივი გემოები, კარგი მუსიკა და გოდერძის ალპური პეიზაჟები.
22 აგვისტო | 15:00–18:00 | საბაგირო „ჭანჭახის“ ზედა სადგური
⠀
ღონისძიებაზე დასწრებისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური 2-ღამიანი პაკეტი 21-23 აგვისტოს პერიოდში,
რომელზეც იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება Visa ბარათის მფლობელებისთვის.
⠀
გელოდებით გასტრონომიულ დღესასწაულზე, მზესთან უფრო ახლოს ![]()
ღონისძიების მასპინძლები არიან: ამბასადორი x Visa x M.T.A Goderdzi
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: info@ambassadori.com; 595 014 866