შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2026
20-21 აგვისტოს ბათუმი რიგით მე-9 თაფლის ფესტივალს უმასპინძლებს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების, პრეპარატების, აქსესუარებისა და ინვენტარის გამოფენა-გაყიდვა. ასევე, დაგეგმილია გასტრონომიული შოუ, საბავშვო-გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები.
ფესტივალის ორგანიზატორია „აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაცია“, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/NEbBcg8i378i18889
სტუმრებს კი გელოდებათ:
თაფლი და ფუტკრის პროდუქტები
მეფუტკრეობის ინვენტარი და აქსესუარები
გასტრონომიული შოუ
საბავშვო-გასართობი აქტივობები
მუსიკალური პროგრამა
ევროპის მოედანი, ბათუმი
12:00–22:00
გელოდებით ზაფხულის ყველაზე ტკბილ ფესტივალზე! ![]()
![]()
![]()
მონაწილეობის პირობები:
მონაწილეობა ფასიანია — საფასური შეადგენს 100 ლარს (მოიცავს: 2 დღე, 1 დახლი, ბრენდირებული მაგიდის საფარი, მაისური, კეპი და ერთჯერადი კვება 2 დღის განმავლობაში).