ბეატრიჩე ვენეცი და საქართველოს ვირტუოზები
![]()
ვარსკვლავური საღამო ბათუმის დრამატულ თეატრში!
21 აგვისტოს „ღამის სერენადების“ ფარგლებში სცენაზე წარდგებიან ბუენოს-აირესის Teatro Colón-ისა და „ღამის სერენადების“ მთავარი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი და ახალგაზრდა ვირტუოზი, კრემონას საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული იუკი სერინო, ფესტივალის საბაზო ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები" პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე.
![]()
![]()
მსმენელს ელოდება გამორჩეული მუსიკალური შეხვედრა, სადაც იტალიური ტემპერამენტი, ახალგაზრდული ენერგია და ვირტუოზულობა ერთ დაუვიწყარ მუსიკალურ გამოცდილებად გაერთიანდება.
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გახდეთ „ღამის სერენადების“ განსაკუთრებული ატმოსფეროს ნაწილი!
ბათუმის დრამატული თეატრი
21 აგვისტო | 20:00