ახალგაზრდული ფესტივალი 2026
![]()
12-13 აგვისტოს ბათუმში, „რვაფეხას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველაზე მხიარული, მუსიკალური და ფერადი #ახალგაზრდულიფესტივალი გაიმართება!
ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს მრავალფეროვანი მუსიკალური და გასართობი პროგრამა, დაუვიწყარი ემოციები და უამრავი თავგადასავალი ელოდებათ.
სცენაზე წარდგებიან ახალგაზრდების საყვარელი მუსიკალური ჯგუფები, ადგილობრივი ბენდები და DJ.
ფესტივალის სივრცეში მოეწყობა განსხვავებული ფოტოზონები, ფერადი დეკორაციები და სპეციალურად ღონისძიებისთვის შექმნილი ინსტალაციები.
განსაკუთრებული გასართობი პროგრამა ელოდებათ პატარებსაც - ფერების და საპნის ბუშტების შოუ, ოჩოფეხები და მათთვის საყვარელი ანიმაციური გმირები.
ახალგაზრდა მეწარმეებსა და სტარტაპებს სრულიად უსასყიდლოდ დაეთმობათ სივრცეები, სადაც შეძლებენ საკუთარი ნამუშევრებისა და პროდუქტების გამოფენა-გაყიდვას. ასევე მოეწყობა კვებისა და გამაგრილებელი სასმელების ზონები.
ბათუმი | „რვაფეხას“ მიმდებარე ტერიტორია
12-13 აგვისტო
დასაწყისი - 19:00
დასწრება თავისუფალია
შევხვდებით ყველაზე ფერად და ენერგიულ ახალგაზრდულ ფესტივალზე! ![]()