ლელა წურწუმია & ჩვენი ბენდი – Mono Hall Batumi
28 ივლისს - კიდევ ერთხელ შევხვდებით Mono Hall ბათუმში, ყველა თაობისთვის საყვარელი მომღერლის - ლელა წურწუმია და „ჩვენი ბენდი“-ს სოლო კონცერტზე. სპეციალური სტუმარი: კოსტა სანიკიძე.
ლელა წურწუმია ქართული პოპ-მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია და ის ქართველი მსმენელისთვის, ყველა დროის საყვარელი მომღერალია. მუსიკოსის ადრეულ 90-იანებში დაწყებული შთამბეჭდავი კარიერა, ყველასთვის დასამახსოვრებელ და გამორჩეულ კონცერტებთან ასოცირდება. ლელას ცოცხალი შესრულება ყოველთვის გამოირჩევა მისი არტისტიზმითა და უნიკალური ვოკალური შესაძლებლობებით, ხოლო მისი სიმღერები დღემდე არ კარგავს აქტუალურობას ყველა თაობის მსმენელში.
------
21:00 - კარის გახსნა
21:30 - Dicho (Dj)
23:30 - კონცერტის დასაწყი
------
მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: +995 597 322 222
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ მშობლის ან სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)
გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების ტერიტორიაზე შემოსული სტუმრები, ლოკაციის დატოვების შემთხვევაში, უკან არ დაიშვებიან.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ: https://biletebi.ge/concerts/lelatsurtsum