იოგას ფესტივალი | ბათუმი 2026
იოგას ფესტივალი | ბათუმი 2026
თარიღი და დრო
18 ივლისი | 19:00
ადგილმდებარეობა
ბათუმის ცენტრალური პარკი (26 მაისის პარკი)
ჰილტონის მოპირდაპირედ, დელფინარიუმთან მისვლამდე.
დღის პროგრამა
19:30 – აირჩიე შენი დღის აფირმაცია
20:00 – იოგას ფილოსოფიის მოკლე გაცნობა და აშთანგა ვინიასა იოგას Primary Series-ის გამარტივებული პრაქტიკა
21:00 – პრანაიამა (სუნთქვითი პრაქტიკა)
21:30 – ბგერითი თერაპია (მოკლე ვერსია)
22:00 – ფესტივალის შეჯამება
მადლიერების წრე
საერთო ფოტო
გამაგრილებელი სასმელი
განსაკუთრებული სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ამ ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები ვართ მე და Manoni’s Yoga-ს სტუდიის წევრები — ადამიანები, რომლებმაც გულით ირწმუნეს ეს იდეა და მისი რეალობად ქცევაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
ეს იქნება ბათუმში პირველი იოგას ფესტივალი, რომელიც ქართულ ენაზე გაიმართება და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ისტორიული დღის ნაწილი ვარ.
თუ ყოველთვის გინდოდა იოგას გაცნობა, ან უკვე პრაქტიკოსი ხარ და გსურს ერთი საღამო გაილამაზო და სამახსოვრო აქციო, მთელი გულით გიწვევთ.
დასწრება თავისუფალია