Stella Bossi – Mono Hall Batumi

31 ივლისს - ტექნო მუსიკის სცენაზე, ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და გრაციოზული გერმანელი არტისტი - Stella Bossi – Mono Hall ბათუმის სცენაზე ბრუნდება. ელექტრონული მუსიკის სამყაროში მოგზაურობას, Anna Sue და Urtist განაგრძობენ.

 

Stella Bossi-მ თავისი მისტიური და განსხვავებული სტილით დიდი რაოდენობის მსმენელს დაამახსოვრა თავი, მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. არტისტს 1 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. Pan-Pot, Fisher, Deborah De Luca, Nastia, Claptone, Anfisa Letyago, Skrillex - ეს იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც Stella Bossi-ს გულშემატკივართა სიას ამშვენებს. 

 

2020 წლის ოქტომბერში, Stella Bossi-მ საკუთარი შემოქმედების გამოქვეყნება დაიწყო, თავისივე მუსიკალურ ლეიბლზე სახელწოდებით - "The Beat Must Fuck". მიმდინარე ეტაპზე, არტისტი ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბის Kit Kat Club-ის ღონისძიების - Simbiotikka Party-ს რეზიდენტია. 2022 წელს, Stella Bossi-მ არაერთ ცნობილ არტისტთან დაიწყო თანამშრომლობა, რამაც ასევე მისი ლეიბლის წარმატებასაც ჩაუყარა საფუძველი.  Stella Bossi ახალი თაობის ტექნო სცენის პიონერია და ის ყოველთვის გამოირჩევა დაუვიწყარი მუსიკალური პერფორმანსით. 



გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების ტერიტორიაზე შემოსული სტუმრები, ლოკაციის დატოვების შემთხვევაში, უკან არ დაიშვებიან.

 

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

 

 

???? მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: +995 597 322 222

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება


მომენტალური გადახდა

ასაკის კონტროლი 18+


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა