Valery Meladze - Batumi
16 ივლისს - ბათუმის კორტებზე - ვალერი მელაძის გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება.
საესტრადო მუსიკის სფეროში ყველაზე ცნობილი ძმები: ვალერი და კონსტანტინე მელაძეები ბათუმში დაიბადნენ. პირველადი მუსიკალური განათლება მათ სწორედ ზღვისპირა ქალაქში მიიღეს, უმაღლესი განათლების მისაღებად კი უკრაინაში, ქალაქ ნიკოლაევში გაემგზავრნენ. მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეული ძმები, მალე სტუდენტური ანსამბლის წევრები გახდნენ. ვალერი მელაძემ, თავისი, განსხვავებული, გამორჩეული ხმითა და საშემსრულებლო მანერით, მალე მიიქცია პროდუსერთა ყურადღება და მნიშვნელოვანი დაიკავა ადგილი დიდ შოუბიზნესში!
მრავალწლიანი მუსიკალური კარიერის მანძილზე, მომღერალს ექვსი ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგან პირველს, მის მიერ შესრულებული და ჰიტად ქცეული რომანსის: ,,სერას“ სახელი ჰქვია. ვალერი მელაძის კონცერტები არამარტო პოსტსაბჭოთა, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ტარდება.
19:00 - კარის გახსნა
21:00 - კონცერტის დასაწყისი
ბილეთბი: https://biletebi.ge/concerts/valerybatumi
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონცერტზე დასასწრებად, ბილეთის შეძენა აუცილებელია, ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის.
ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.
-