გალა კონცერტი - ზაფხულის რიტმები
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ
გ ა ლ ა კ ო ნ ც ე რ ტ ს
„ზ ა ფ ხ უ ლ ი ს რ ი ტ მ ე ბ ი “
მუსიკა, რომელიც ზაფხულის გულისცემას აცოცხლებს!
საღამოს პროგრამა აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს:
საოპერო, საგუნდო, საესტრადო, ფოლკლორულ მუსიკას, ასევე საბალეტო და ქართულ ეროვნულ ქორეოგრაფიულ წარმოდგენებს.
საღამო სავსე იქნება შთამბეჭდავი შემსრულებლებით, ემოციებითა და ზაფხულის განსაკუთრებული ატმოსფეროთი.
შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ ზაფხულის ყველაზე ლამაზი მოგონებები...
ღონისძიების ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ფოიეში, გაიმართება აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდებში დაცული მუსიკალური საკრავების გამოფენა.
ბილეთების შესაძენათ ეწვიეთ ლინკს - ![]()
https://biletebi.ge/theatres/summer-rhythms
ბილეთები ასევე ხელმისაწვდომია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სალაროში
მის: ოდისეი დიმიტრიადის ქ. N1
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სალაროს ნომერზე - 599090486