ღვინის ფესტივალი ბათუმში - FOOD & WINE FEST BATUMI
![]()
FOOD & WINE FEST BATUMI – ზაფხულის მთავარი გასტრონომიული თავგადასავალი! ![]()
![]()
გაატარე ზაფხულის დაუვიწყარი დღეები ბათუმში! გეპატიჟებით მასშტაბურ ფესტივალზე, რომელიც ხორციელდება „სანახაობის“ ფარგლებში და აერთიანებს ღვინოს, კულინარიასა და კულტურას ერთ სივრცეში. ![]()
![]()
30,31 ივლისი – 1,2 აგვისტო, 2026.
ბათუმი, ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ოთხი დღე სავსე გემოებით, მუსიკითა და აღმოჩენებით! მოდი და დააგემოვნე ტრადიციული ქართული და საერთაშორისო კერძები, აღმოაჩინე ღვინის ახალი ნოტები და გაეცანი ხელოვანთა შემოქმედებას.
რა გელოდება ფესტივალზე?
ცოცხალი მუსიკა – განწყობისთვის;
ღვინის დეგუსტაციები – ტრადიციული და ექსპერიმენტული ნიმუშების ფართო არჩევანი;
გასტრო-ზონა – ქართული და მსოფლიო სამზარეულოს საუკეთესო ნაზავი;
Market Place – ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
მასტერ-კლასები – ცნობილი შეფ-მზარეულებისა და სომელიეებისგან.
ჩვენი მისია:
FOOD & WINE FEST BATUMI არის ხიდი ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის. ჩვენი მიზანია, ბათუმი საერთაშორისო კულინარიულ რუკაზე კიდევ უფრო მკაფიოდ მოინიშნოს, პატივი მივაგოთ ღვინის 8,000-წლიან მემკვიდრეობას და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ბიზნესისა და ტურიზმის განვითარებას.
ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის ცენტრი და ქალაქ ბათუმის მერია.
შემოგვიერთდი, გახდი ამ დიდი ზეიმის ნაწილი და შექმენი ზაფხულის საუკეთესო მოგონებები ჩვენთან ერთად!