კულტურა მთაში
29 მაისი
14:00
ღორჯომის კულტურის სახლი
აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის „კულტურა მთაში“ - ფარგლებში,
ღორჯომის კულტურის სახლში გაიმართება კონცერტი - "სახლიდან სამშობლომდე", რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან.
ღონისძიებაში მონაწილეობენ აჭარის მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლები:
ა(ა)იპ ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი - ,,ბერმუხა“
ა(ა)იპ ქედის კულტურის ცენტთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი- ,,იაგუნდი“
ა(ა)იპ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი- ,,ათძალი“
ღორჯომის კულტურის სახლთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ღორჯომი“
ა(ა)იპ ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული დიდაჭარის სასოფლო კლუბის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი- ,,მერმისი“
ხულოს მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლასთან არსებული, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ციცინათელა“
ხიხაძირის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ხიხანი“
ა(ა)იპ შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი - ,,ჭვანა“
ეროვნული სამოსის გამოფენა ღორჯომის კულტურის სახლის ფოიეში
პროექტი „კულტურა მთაში“ ხორციელდება აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით და მისი მიზანია მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება,
ტრადიციული ავთენტური კულტურის დაცვა-განვითარება, შემოქმედებითი პროცესების გაძლიერება და კულტურული პოტენციალის გაზრდა