სპექტაკლი - ,,ოქროს გასაღების საიდუმლოება”
![]()
![]()
პ რ ე მ ი ე რ ა ![]()
![]()
![]()
პირველ ივნისს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს
17:00 საათზე
სპექტაკლი - ,,ოქროს გასაღების საიდუმლოება”
ა. ტოლსტოის მიხედვით
ინსცენირების ავტორი და რეჟისორი - მანანა ხელაია
დამდგმელი მხატვარი - გიორგი გოგიტიძე
კომპოზიტორი - მინდია ხითარიშვილი
ქორეოგრაფი - თამარ ბერიძე
რეჟისორის თანაშემწე - ნინო მუხაშარია
ანოტაცია
,,თოჯინური სპექტაკლი „ოქროს გასაღების საიდუმლოება“ შერეული ფორმატის წარმოდგენაა, სადაც მსახიობები სხვადასხვა ტიპის თოჯინებთან ერთად მუშაობენ. სპექტაკლის სიუჟეტი ბურატინოს საინტერესო და დაუვიწყარ თავგადასავალს მოგვითხრობს. მამილო კარლოს მყუდრო სახლიდან ბურატინო მოულოდნელობებითა და ფათერაკებით აღსავსე სამყაროში აღმოჩნდება, სადაც ბურატინო ხვდება როგორც ერთგულ მეგობრებს, ისე ცბიერ და ხარბ პერსონაჟებს. სპექტაკლი შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა მეგობრობა, ნდობა, პასუხისმგებლობა და თანადგომა.
ოქროს გასაღები მხოლოდ ზღაპრული საგანი არ არის... ის იმ სამყაროს სიმბოლოა, სადაც მეფობს მეგობრობა, სიკეთე და სიყვარული, სადაც ყველა განურჩევლად ასაკისა, ფერისა და წარმოშობისა ბედნიერად გრძნობს თავს.”
სარეკომენდაციო ასაკი: 5+
#ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ თეატრის სალაროში