წიგნის დღეები Le Méridien Batumi-ში
წიგნის დღეების განრიგი - ჩვენს დიდ და პატარა მკითხველებს 5, 6 და 7 ივნისს Le Méridien Batumi-ში ველოდებით. ![]()
მოდი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, შეარჩიე ახალი საკითხავი ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის, ისარგებლე დიდი ფასდაკლებებითა და დამატებით 30%-იანი ქეშბექით ნებისმიერ შენაძენზე.
ამ სამი დღის განმავლობაში უამრავი საინტერესო და სახალისო აქტივობა გაიმართება, პატარები შეძლებენ ჩაერთონ სხვადასხვა ვორქშოფში და შეხვდნენ ჩვენს ავტორებსა და ილუსტრატორებს.
ამასთანავე, გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze წარადგენს თავის ახალ წიგნს, „კუპატა და მძინარა ზებრას". წიგნის პირველი ეგზემპლარები ექსკლუზიურად ბათუმელი მკითხველებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
მოინიშნე თარიღები და დრო - 5, 6 და 7 ივნისი, 11:00-დან 19:00 საათამდე.
მისამართი: Le Méridien Batumi, ნინოშვილი/ჟღენტის ქუჩების კვეთა.
წიგნის დღეების პარტნიორები: სიტყვის აკადემია • Word Academy, Le Méridien Batumi