ქობულეთის ინკლუზიური სპორტის ფესტივალი 2026
13 ივნისს 8 სთ-ზე ორგანიზაცია „იყავი აქტიური, იყავი ჯანმრთელი“ ატარებს ქობულეთის ინკლუზიური სპორტის ფესტივალს სსიპ ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე.
ღონისძიება მოიცავს სხვადასხვა ტიპის სპორტული აქტივობების ცდის შესაძლებლობას, შემეცნებით აქტივობებს, ნახატების გამოფენას, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას, პრაქტიკულ სწავლებებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: ლეილა ჩანტლაძე, პროექტის მენეჯერი - officeguliveri@gmail.com +995 595255581