სახალხო დღესასწაული - მარეთობა 2026

ღონისძიების ლოკაცია: სოფელი ოლადაური (ნაჭივრის ხიდის მიმდებარე ტერიტორია);

ღონისძიების პროგრამა:

11:00  - გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა;

13:00  - საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობა;

12:00 -13:00  - სპორტული აქტივობები (ქართული ჭიდაობა, ფრენბურთი, მკლავჭიდი);

13:15 - სპორტული აქტივობების ფინალური შეჯიბრებების ნახვა და გამარჯვებულების დაჯილდოება;

12:00 – 17:00  - ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების, მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშების, ტრადიციების, ისტორიის ამსახველი ფოტო გამოფენა და მარეთის ხეობის ტრადიციული სამზარეულოს სადეგუსტაციო სივრცე ( სპორტულ აქტივობებში დაჯილდოების შემდეგ შეიძლება  გამოფენების და სადეგუსტაციო სივრცის დათვალიერება);

13:30  - ღონისძიების ოფიციალური გახსნა

მისასალმებელი სიტყვა:

შუახევის მერი - ომარ ტაკიძე;

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე -  ზურაბ პატარაძე;

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე;

საქართველოს პარლამენტის წევრი - ანზორ ბოლქვაძე;

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი - ფრიდონ ფუტკარაძე;

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე - იაგო დავითაძე;

სხალთის მთავარეპისკოპოსი - მეუფე სპორიდონი;

საზოგადოება მარეთის წარმომადგენელი.

14:30  - საპატიო მარეთელების დაჯილდოება ( 5 საპატიო მარეთელს გადაეცემა ბარხატის კოლოფში მოთავსებული ჯილდო).  ასევე დაჯილდოვდება მარეთის ხეობის წარმატებული 4 მოსწავლე ( მოსწავლეებს გადაეცემათ აკრილის ჯილდო და თითოეულ მოსწავლეს - წიგნისა და საკანცელარიო მაღაზიის 200-ლარიანი ვაუჩერი).

15:00  - კულტურული ნაწილი; ( მონაწილეობენ კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები:- უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ფესვები“ და ფოლკლორული ანსამბლები:- ,,მარეთი“, ,,ჭვანა“, ,,შუახევი“; მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული სალოტბარო სკოლის მოსწავლეები და  ბენდები:- ,,117“,  ხიჭაურის და ფურტიოს.

სახალხო დღესასწაული მიზნად ისახავს, მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნებას.

სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერია რეგისტრირებული კავშირი ,,მარეთი“.

ღონისძიების წამყვანი - მერიის განათლების სამსახურის სპეციალისტი.

„მარეთობის“ ფარგლებში ტრადიციულად იმართება კულტურულ-სპორტული ღონისძიებები, ეწყობა ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმისა და ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა, კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძების დეგუსტაცია და ხეობის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოგამოფენა. ასევე ხდება „საპატიო მარეთელის“, ხეობის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული მოქალაქეებისა და მოსწავლეების დაჯილდოება.


ორგანიზატორის დეტალები


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა