ბამბუკების ტრადიციული გამოფენა

????ბათუმის ბოტანიკური ბაღი გიწვევთ ბამბუკების ტრადიციულ გამოფენაზე, რომელიც გაიმართება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, მიმდინარე წლის 26 აპრილს, დღის 14:00 საათზე, იასონ გორდეზიანის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე.

????გამოფენა წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, ახლოდან გაეცნოთ ბამბუკის მრავალფეროვან სახეობებს, მათ ბიოლოგიურ თავისებურებებსა და ეკოლოგიურ მნიშვნელობას, ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბამბუკისაგან დამზადებული სხვადასხვა სახის კერძები, დესერტები და კოქტეილები.

????ღონისძიება მიზნად ისახავს, როგორც მცენარეთა სამყაროს პოპულარიზაციას, ასევე გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

თქვენი დასწრება ჩვენთვის დიდი პატივია!

????26 აპრილს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ბაღის დათვალიერება უფასოა.


ორგანიზატორის დეტალები


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა