დინამო ბათუმი - იბერია 1999
დინამო ბათუმი 2026 წლის მესამე საშინაო ოფიციალურ შეხვედრას იბერია 1999 - ის წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა 18 აპრილს 19:00 საათზე დაიწყება.
კარის გაღების დრო 18:00 საათი
სქულ & სტუდენტური ბარათებით გადახდისას მოქმედებს 40% ფასდაკლება შემდეგ სექტორებზე: 213, 214, 215, 216
ბილეთის შეძენა და გულშემატკივრის ინფორმაციის შევსება აუცილებელია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის
ინფორმაცია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის: ეტლით მოსარგებლე შშმ პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა,რომელიც სტადიონის ტერიტორიაზე თანმხლებ პირთან ერთად შესვლის უფლებას აძლევს. ბილეთის მისაღებად გამოგვიგზავნე ეტლით სარგებლობის შესაბამისი საბუთი და პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მეილზე: http://support@biletebi.ge