კლასიკური ჰარმონია

საერთაშორისო ფესტივალი „კლასიკური კონცერტები ბათუმში 2026“

2026 წლის 21-24 აპრილს ბათუმი უმასპინძლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ უმაღლესი რანგის მუსიკოსებს და მსმენელს შესთავაზებს დაუვიწყარ მუსიკალურ საღამოებს მრავალფეროვანი პროგრამით. პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, რომლის მიზანია საერთაშორისო კულტურული დიალოგის განმტკიცება.

ორგანიზატორი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი

საღამო გაიმართება  ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში  / მისამართი  –  შ. რუსთაველის ქ. # 1

21 აპრილს, 20:00 საათზე, საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება  კონცერტით   „ კლასიკური ჰარმონია“

მონაწილეობენ:

ფორტეპიანო – ელენ მერსიე (კანადა) კანადის, ვენისა და აშშ-ის- ჯულიარდის  უმაღლესი მუსიკალური სკოლების შემდეგ სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში. იგი მიწვეული იყო ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის რამდენიმე ორკესტრთან,  მათ შორის პრაღის ფილარმონიულ , RAI-ის ეროვნულ  მონტე-კარლოს, მინესოტას და ფორტ უორზის სიმფონიურ ორკესტრებთან. პარიზში ის ზუბინ მეტას დირიჟორობით უკრავდა ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრთან და კურტ მასურის დირიჟორობით შანზ-ელიზეს თეატრში. კანადაში ვანკუვერის, ტორონტოს, ოტავას და მონრეალის ორკესტრებთან შარლ დუტუას, ტრევორ პინოკის და ლონგ იუს დირიჟორობით. ჩინეთში ის გამოდიოდა შანხაიში, შანხაის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. პარიზის ორკესტრთან ერთად, სემიონ ბიჩკოვის დირიჟორობით.

ვიოლინო – დანიელ ლოზაკოვიჩი(შვედეთი)  „სრულყოფილი ოსტატობა, განსაკუთრებული ნიჭი“,  ასე შეაფასა ცნობილმა გამომცემლობამ „ Le Figaro-მ“ ვერბიეს ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ, ხოლო Boston Globe-მა შეაქო მისი დებიუტი ბოსტონის სიმფონიურ ორკესტრთან და ანდრის ნელსონსთან ერთად 2017 წლის ივლისში, ტენგლვუდის ფესტივალზე. ლოზაკოვიჩ მიმდინარე სეზონის რეზიდენტი რტისტია მონტე კარლოს ფილარმონიულ ორკესტრთან და მთელი სეზონის განმავლობაში სოლო კონცერტებს მართავს.

საღამოზე აჟღერდება მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები, რომლებიც კლასიკური მუსიკის მრავალფეროვან და მდიდარ პალიტრას წარმოაჩენს. ფორტეპიანოსა და ვიოლინოს ჰანგები ჰარმონიულად გაერთიანება და მსმენელს ამოგზაურებს  კლასიკური მუსიკის  სამყაროში.

შემოუერთდი კულტურული ერთობის ზეიმს და გაატარე დაუვიწყარი დღეები ჯადოსნურ სამყაროში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ: https://biletebi.ge/concerts/classical-harmony


ორგანიზატორის დეტალები

მომენტალური გადახდა


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა