სპექტაკლი: ,,ელისი საოცრებათა ქვეყანაში”

კვირას
???? 8 მარტს
⏰13:00 საათზე

???? სპექტაკლი: ,,ელისი საოცრებათა ქვეყანაში”
???? რეჟისორი: ირაკლი კიკვაძე
/ლუის კეროლის მიხედვით/

✔️სარეკომენდაციო ასაკი: 8+
????ხანგრძლივობა: 40 წთ

✍????ანოტაცია:
,,ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ ყველა დროის გამორჩეული ნაწარმოებია. მის მიმართ ინტერესი არ ქრება, იზრდება კიდეც.
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე - სრულიად ახალი, განსხვავებული ინტერპრეტაციით გათამაშდება. ელისი იაპონელი თინეიჯერი გოგონაა, რომელიც ერთ დღესაც ხელოვნურ ინტელექტთან საუბრისას აღმოაჩენს, რომ დაიღალა და ბავშვობაში სურს დაბრუნება. სწორედ აქედან იწყება ახალგაზრდა ელისის თავგადასავალი. ამბის გმირებთან შეხვედრის დროს ელისს იმედები უცრუვდება, რადგან მოზარდ გოგონას ვერავინ სცნობს და ყველა მიანიშნებს მასში არსებულ ერთსა და იმავე პრობლემაზე. ელისი იწყებს ამ პრობლემაზე ფიქრს და საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ თავად არის შეცვლილი.
სპექტაკლში გამოყენებული სხვადასხვა ტიპის თოჯინა ქმნის განსხვავებულ და შთამბეჭდავ წარმოდგენას. ორიგინალური მუსიკა, ტექსტის თანამედროვე ინტერპრეტაცია და მსახიობების ოსტატობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და გვიხატავს სამყაროს, სადაც მაყურებელი ელისთან ერთად მოგზაურობს საოცრებათა ქვეყანაში.
სპექტაკლი გვესაუბრება და გვაფიქრებს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: მოზარდობის ასაკობრივი თავისებურება, სამყაროს აღქმა - შემეცნება, საკუთარი თავის ძიება და აღმოჩენა.”

????️ ბილეთის ფასი: 7 ლარი
➡️ ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ თეატრის სალაროში და ონლაინ - Biletebi.ge-ის საშუალებით.


ორგანიზატორის დეტალები

  • 7 ₾
  • ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
  • მემედ აბაშიძის ქ.#49
  • https://www.facebook.com/BatumiPuppet
  • (+995) 599 00 74 90

მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა