სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“
22 ნოემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის“ ორგანიზებით დაბა ქედაში,
ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში გაიმართება სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“.
ღონისძიების ფარგლებში:
- დაჯილდოვდებიან მონაწილე მეღვინეები და გამოვლინდებიან ,,საპატიო ქედელები“;
- წარმოდგენილი იქნება ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის დამახასიათებელი ადათ-წესი და კულტურა;
- გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, ხეზე კვეთის, ჭიბონისა და ფანდურის აწყობის, ქსოვის იმიტაციები;
- მოეწყობა შემოდგომის თემატიკით დატვირთული ფოტო კუთხეები, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული, სამუზეუმო ექსპონანტების, საწარმოებისა და ფერმერების პროდუქციების გამოფენები;
- გაიმართება ქედის ღვინის მარნების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ასევე, წარმოდგენილი იქნება საწნახელში ღვინის დაწურვისა და არყის გამოხდის პროცესი;
- პარალელურად გაიმართება საბავშვო გასართობი პროგრამები, სპორტული თამაშობები;
- ღონისძიება დაიხურება კონცერტით და ფოიერვერკებით.