საქველმოქმედო საღამო ლეიკეემით დაავალდებული ბავშვებისთვის
აჭარის რეგიონში მცხოვრებ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება. ღონისძიების მიზანია დავეხმაროთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.
ღონისძება ტარდება ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობაში. ღონისძიება იყოფა ორ ეტაპად:
- 1) ემიგრანტი ქართველი ელიზა ხალვაშის ნახატებისა და სხვა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა
- 2) კონცერტი.
ღონისძიებაზე მიწვეულნი იქნებიან: აჭარაში მცხოვრები ლეიკემიით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები, საუდის არაბეთის, თურქეთის და ისრაელის საელჩოს წარმომადგენლები. ასევე, ადგილობრვი მთავრობის წარმომადგენლები.
სოლო-კონცერტს ატარებს მომღერალი ისრაელიდან შაი გალი-გაგოლაშვილი.
ღონისძიება ტარდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალის როლი საზოგადოებისათვის“ ინიციატივით.
ღონისძიება ტარდება 30 ნოემბერს, გამოფენა იწყება 12 საათზე, რომელიც გრძელდება 16:00 საათამდე, ხოლო 16:00 საათზე იწყება კონცერტი."
"ღონისძიების წამყვანები არიან ბატონი დავით (გუდიკა) მოისწრაფიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალის როლი საზოგადოებისათვის“ აღმასრულებელი მდივანი ქალბატონი ჯულიეტა ნემსაძე და ბატონი ამიკო ჩოხარაძე."
მობრძანდით, გელოდებით "ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე".
*ასაკობრივი შეზღუდვა: 10 წლამდე ბავშვებისათვის შესვლა უფასოა
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ:tkt.ge