BIAFF 2025 - ბათუმის კინოფესტივალი

???? ???? BIAFF ბათუმის კინოფესტივალი 12-17 დეკემბერს კინომოყვარულებს წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო კინოკვირეულს, სადაც ნაჩვენები იქნება როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.

???? BIAFF 2025-ზე არ იქნება საკონკურსო პროგრამა და ჟიური. არსებული მცირე ბიუჯეტის პირობებში გადავწყვიტეთ, რომ ჩავატაროთ განსხვავებულ ფორმატში - გვექნება მხოლოდ კინოჩვენებები და რამდენიმე სექციაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე (კანი, ვენეცია, სანადენსი, ბერლინალე, ტორონტო, კარლოვი ვარი, ლოკარნო და ა.შ.) წლის გამორჩეული ფილმები 20 ქვეყნიდან.

???? ???? ჟიურის ნაცვლად კინომოყვარულებს შეეძლებათ შეაფასონ ფილმები და გამოავლინონ აუდიტორიის პრიზი.

???? ???? კინოჩვენებების ლოკაცია - კინოთეატრი CAVEA GRAND MALL (ბათუმის გრანდ მოლში). ასევე რამდენიმე კინოსეანსი დაიგეგმება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მცირე დარბაზში

???? ???? BIAFF 2025-ის კინოკვირეულში მონაწილე ფილმების სია, კინოსეანსების განრიგი და სხვა დამატებითი დეტალები პერიოდულად დაიდება ჩვენს ვებ-გვერდზე და ფეისბუქზე.


ორგანიზატორის დეტალები


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა