კონსტანტინე პევზნერის და შოთა მილორავას შემოქმედებითი საღამო

2025 წლის 15 ნოემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ინიციატივის „ბათუმი-საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025“-ის ფარგლებში გაიმართება კომპოზიტორების — „კონსტანტინე პევზნერის და შოთა მილორავას საღამო, გახსენება”. საღამოს პროგრამაში გაჟღერდება კომპოზიტორების მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებები, რომლებიც შესრულდება როგორც სოლისტების, ასევე ანსამბლებისა და გუნდების მონაწილეობით.


კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნუკრი კაპანაძე, ნეკა სებისკვერაძე ნიკო ბერიძე, ანდრეა ფუტკარაძე, თათია კობალაძე, თათული კილაძე, ანრი გუჩმანიძე , აჩიკო ბერიძე, ანსამბლი „ალილო“, ანსამბლი „რერო.“


საღამოს წარუძღვება ცნობილი წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, რომლის პროფესიონალიზმი განსაკუთრებულ ელფერს შესძენს კონცერტს.


მუსიკალურად გააფორმებს ბენდი, მაესტრო დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით.

 

????️ ბილეთების შესაძენად მიჰყევით ბმულს: https://tkt.ge/.../konstantine-pevzneris-da-shota...


ორგანიზატორის დეტალები

  • 20; 30; 40 ₾
  • ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი
  • ოდისეი დიმიტრიადისის ქ.№1
  • muscenter.ge
  • (+995) 599 09 04 86

მომენტალური გადახდა


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა