Batumi

ზაურ ჩანტლაძის სახელობის ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი

 .ზაურ ჩანტლაძის სახელობის ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი


11 ოქტომბერს, 7:20 სთ-ზე ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ადგილობრივი

ორგანიზაცია „იყავი აქტიური, იყავი ჯანმრთელი“ ქობულეთის დაცული

ტერიტორიების ადმინისტრაციასთან პარტნიორობით ატარებს ზაურ ჩანტლაძის

სახელობის ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალს. ღონისძიება ატარებს

ტრადიციულ ხასიათს და უკვე მეოთხედ მასპინძლობს ქობულეთში ბუნების

მრავალფეროვნებით დაინტერესებულ სტუმრებს.

ღონისძიება მოიცავს მონაწილეთა გადაყვანას ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე,

შემეცნებით აქტივობებს, ფრინველებზე დაკვირვების ინსტრუქტაჟს, ფრინველებზე

დაკვირვებას, პრაქტიკულ სწავლებებს, გამოფენას, ქობულეთის დაცული

ტერიტორიების ადმინისტრაციულ დაწესებულებაში ვიზიტს.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.


რეგისტრაცია ხდება შემდეგ ბმულზე https://forms.gle/Xw9dqdPLSRngsVUR8


ორგანიზატორის დეტალები

  • ორგანიზაცია „იყავი აქტიური, იყავი ჯანმრთელი“
  • ქობულეთის დაცული ტერიტორიები
  • ქობულეთის დაცული ტერიტორიები
  • officeguliveri@gmail.com
  • (+995) 558 39 15 22

მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა