ახალგაზრდული ფესტივალი 2025

???????? 24 აგვისტოს, 17:00 საათზე, ბათუმში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაზე მხიარული, მუსიკალური, ფერადი, თავგადასავლებით აღსავსე #ახალგაზრდულიფესტივალი გაიმართება.

???? ????️ახალგაზრდულ ფესტივალზე წარდგებიან ახალგაზრდების საყვარელი მუსიკალური ჯგუფები, ადგილობრივი ბენდები და DJ.

???? მოეწყობა ფოტოზონები, ფერადი დეკორაციები, ფესტივალისთვის სპეციალურად დამზადებული ინსტალაციები

✨ახალგაზრდულ ფესტივალზე უყურადღებოდ არც პატარებს დავტოვებთ. მათთვის მოეწყობა როგორც ფერების, ასევე საპნის ბუშტების შოუ. მოწვეულნი იქნებიან ოჩოფეხები და სხვა მათთვის საყვარელი ანიმაციური გმირები.

???? ახალგაზრდა მეწარმეებსა და სტარტაპერებს სრულიად უსასყიდლოდ დაეთმობათ დახლები - გამოფენა-გაყიდვის, კვების ობიექტებისა და გამაგრილებელი სასმელების სივრცეები, სადაც შეძლებენ თავიანთი ნამუშევრებისა და პროდუქტების განთავსებას.

 

???? დასწრება თავისუფალია


ორგანიზატორის დეტალები

  • ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი
  • საზაფხულო თეატრის მიმდებარედ
  • info@yrc.ge
  • yrc.ge
  • (+995) 577 50 02 13

მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა