დისნეის მუსიკა კამერული ორკესტრის შესრულებთ

დისნეის მუსიკა კამერული ორკესტრისა და ვოკალისტების შესრულებით

ცოცხალი ორკესტრი და ფილმების კადრები დიდ ეკრანზე

???? ბათუმის საზაფხულო თეატრი
 

Tbilisi Film Orchestra წარმოგიდგენთ დისნეის მუსიკის კონცერტს, რომელიც გაიმართება ბათუმის საზაფხულო თეატრში.

კამერული ორკესტრი ახლებურად აცოცხლებს ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ მელოდიებს, ხოლო დიდ ეკრანზე ნაჩვენები ფილმების კადრები კონცერტს უნიკალურ ვიზუალურ ატმოსფეროს სძენს.

კონცერტში მონაწილეობენ მოწვეული მომღერლები, რომლებიც შეასრულებენ დისნეის ცნობილი ფილმების ვოკალურ ჰიტებს და საღამოს კიდევ უფრო ჯადოსნურს გახდიან.
 

???? პროგრამაშია მუსიკა შემდეგი ფილმებიდან:

• Coco

• Frozen

• Beauty and the Beast

• Moana

• Pirates of the Caribbean

• Star Wars

• Alice in Wonderland

• The Lion King

• Lilo & Stitch

…და სხვა ცნობილი დისნეი და ფილმური ჰიტები, რომლებიც ცოცხალი შესრულებით ახალ სიცოცხლეს იძენენ.
 

დრესკოდი: თავისუფალი (დისნეის ელემენტები მისაღებია!)

*6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან ბილეთის გარეშე

ბილეთების შეძენა სესაძლებელია ონლაინ: tkt.ge

???? კონცერტი იმართება საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით.

ღონისძიება ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს" და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით.

ოფიციალური მასპინძელია სასტუმრო Alliance Palace.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მაღალი სოციალური ჩართულობა — 500-მდე ბავშვი, მათ შორის ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, შშმ პირები და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე ბავშვები კონცერტს დაესწრებიან უფასოდ.


ორგანიზატორის დეტალები

მომენტალური გადახდა


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა